Translate

Thursday, June 14, 2012

                        ჩემი შეხედულება ამ თემაზე

კურორტები ისეთი ადგილია , სადაც ადამინს ეძლევა შანსი განიტვირთოს, დაისვენოს. კერძოდ მე შევეხე მსოფლიოს ცნობილ კურორტებს,რადგან ბევრი ჩვენგანისთვის ეს ძვირი სიამოვნებაა,თუმცა თუ გადავხედავთ სურათებს,ბუნებას, და კერძოდ მათ კულტურას ძნელია არ აღფრთოვანდე მათი სილამაზით. ვფიქრობ ჩემი ბლოგი ყველასთვის საინტერესო იქნება. ასევე შეგეძლებათ გაიგოთ ბევრი საინტერესო ფაქტები რომლებიც, არცერთ თქვენგანს არ დატოვებს გულგრილს. 

Saturday, June 9, 2012

                                             ბულგარეთის ოქროს ქვიშები   http://biz.aris.ge/ge/travelnews/1286/

ოქროს ქვიშები– ბულგარეთის ყველაზე ცნობილი კურორტი, განლაგებულია ქალაქ ვარნას მახლობლად შავი ზღვის სანაპიროზე ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე. ლეგენდის თანახმად “ოქროს ქვიშები” ამ სანაპიროს დაერქვა მას შემდეგ რაც ყაჩაღებმა  იპოვეს მის მიდამოებში  დიდი განძი. მაგრამ  განგებამ  დასაჯა ბოროტმოქმედნი და ოქროს მონეტები გადააქცია ქვიშად. სიმართლეა ეს თუ არა, მიუხედავად ამისა კურორტი ოქროს ქვიშები განთქმულია თავისი ოქროსფერ ქვიშიანი  სანაპიროთი.

ეს დასახელება თითქოს პოეტურია, მაგრამ სავსებით კანონზომიერი– ულამაზესი, განიერი, სიგრძეში თითქმის 4 კმ, ხასხასა ოქროსფერი, წვრილი კვარცის სუფთა ქვიშიანი სანაპირო. ტურისტები, რომლებიც ჩამოდიან ბულგარეთში დასასვენებლად პირველ რიგში აღფრთოვანებულნი აღნიშნავენ იმას რომ სწორედ ბულგარეთში ოქროს ქვიშებზეა საუკეთესო  სანაპირო მთელ შავზღვისპირეთში. ოქროს ქვიშების რბილი კლიმატი აქ დასვენების საშუალებას იძლევა მაისის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა 27 გრადუსია, ხოლო წყლის–24, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში არ მცირდება. მინერალური წყლები, რომლებიც სპეციალური მილებით გამოედინება პირდაპირ ზღვის სანაპიროზე.


კურორტი ოქროს ქვიშები  საუკეთესო ეკოლოგიური პირობების შექმნისთვის დაჯილდოებულია საერთაშორისო ჯილდოთი „ლურჯი დროშა“

თბილი ზღვა და ულამაზესი ბუნება  იზიდავს ტურისტებს ოქროს ქვიშებზე 1957 წლიდან.

 ოქროს ქვიშები– ეს არის ნამდვილი მეკკა, მათთვის ვინც ამჯობინებს აქტიურ დასვენებას! ჰიდროციკლები, წყლის თხილამურები, დაივინგი, ვინდსერფინგი, გასეირნება იახტებითა და ზღვის ტრამვაით. ყველაფერი ეს ელოდება მათ ვისაც ვერ წარმოუდგენია დასვენება წყალზე გართობის გარეშე. ხმელეთზე დროისტარების მოყვარულებს ოქროს ქვიშები სთავაზობს ცხენით სეირნობას ტყის ჭალებში, კალათბურთის, ფრენბურთის და მინი–გოლფის მოედნებს. კურორტზე მუშაობს უამრავი ბასეინი, საჩოგბურთო მოედნები, სპორტდარბაზები. საჰაერო სტიქიის მოყვარეულებს კი ელოდებათ: ფრენა დელტაპლანით, პარასელინგი და ხტომა პარაშუტით.
აქ არის საღამოს გართობის უამრავი საშუალება– დისკოტეკები, კაზინო, კლუბები, ბოულინგი, ბარები. ღამით ოქროს ქვიშების სანაპირო ეს არის უზარმაზარ სიგრძეზე გადაჭიმული  მოციმციმე ნეონის შუქების ჯაჭვი. ღამით წარმოუდგენლად  ცოცხლდება სანაპირო.

უამრავი ბარი, კაფე და რესტორანი დააკმაყოფილებს ნებისმიერს თავისი მრავალფეროვანი მენიუთი და სპეციალური გასართობი პროგრამებით. ღამის ვარიეტეები გაგანცვიფრებთ არაორდინალური ცეკვებით და აკრობატული ხერხებით. აზარტის და რისკის მოყვარულებს აქ დახვდებათ თანამედროვე კაზინოები რულეტკებით, „ცალხელიანი ბანდიტებით“, ბლეკ ჯეკისა და პოკერის მაგიდებით.  მომსახურების დონე კი  იმდენად მაღალია რომ აქ ტარდება საერთაშორისო ტურნირები აზარტულ თამაშებში.
მხიარული ღამის ცხოვრება თქვენ დაგატყვევებთ დილამდე :) დილას კი მზის ამოსვლას შეგახვედრებთ ზღვის სანაპიროზე ჭიქა ყავასთან ერთად.

ოქროს ქვიშები ნამდვილი სამოთხეა ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. სპეციალურად პატარა დამსვენებლებისთვის – უამრავი ატრაქციონი, „ლუნა პარკები“ , სათამაშო მოედნები, საბავშვო ბასეინები,  ელექტრონული თამაშები, საბავშვო მატარებლები, პონი, ბატუტი და მრავალი სხვა. აქ მუშაობს საბავშვო ცენტრები, სადაც შესაძლბელია გამოცდილი პედაგოგების, ტრენერებისა და ანიმატორების მეთვალყურეობის ქვეშ დატოვოთ ბავშვი რამდენიმე საათით ან მთელი დღით.












































                                             თურქეთის ზღვის კურორტები                               http://angel.ge/index.php?newsid=4117



                                                                                        ბოდრუმი 

საუცხოო ადგილია თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის. ნახევარკუნძულზე ბოდრუმი საუცხოოდ არის შერწყმული ოქროსფერი სანაპიროები, გაერთიანებული ყურეები გამჭვირვალე წყლით, ფიჭვნარი, ფორთოხლის ხეებიანი მინდვრები, ულამაზესი მთები და ფერდობები, რაც ასე ძალიან უყვართ ევროპელ ტურისტებსა და ადგილობრივი ბოჰემის წარმომადგენლებს.

თბილი და სუფთა ზღვა, ასევე რბილი კლიმატი საუცხოო პირობებს ქმნის წყლის სპორტის ყველა სახეობით დაკავებისათვის. წყალქვეშ ცურვის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ ადგილობრივი რიფები, წყალქვეშ მდებარე გამოქვაბულები და ფერდობები გამოიკვლიონ. ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს ბარდაკჩის, ჰუმბეტას, ბიტეზას, ორტაკენტას, იალიზის, კარაინჩირას, ბაგლასა და აკიიარლარას პლაჟები. დასავლეთით თქვენს ყურადღებას მიიქცევს გუმუსლუკის (Gumusluk), იალიკავაკისა (Yalikavakა) და ტურგუტ რეისის (Turug Rvis) პლაჟები.

ბოდრუმი ულამაზესი პატარა ქალაქი და კურორტია, სადაც პატარა თეთრი სახლები დგას, რომელიც ადგილობრივ სტილშია გადაწყვეტილი. კურორტის ტერიტორიაზე უამრავი კაფე, ბარი, რესტორანია. სტუმრებს გულითადად ეპატიჟებიან თურქულ ყავასა და კოლორიტულ ადგილობრივ კერძებზე.

ბოდრუმიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს კაარადას (Karaada) წყარო, რომლის თბილი მინერალური წყალიც იდეალურია ბანაობისთვის. როგორც ამბობენ, ეს წყალი ფერს იცვლის.
ბოდრუმი სხვადასხვა დროს ბერძნებს, რომაელებს, ბიზანტიელებს, თურქებს, იტალიელებსა და იოანიტ რაინდებს ეკუთვნოდა, ოსმანთა იმპერიის შემადგენლობაში XVI საუკუნეში შევიდა.

ბოდრუმმა, თავისი ცოცხალი ატმოსფეროთი, თურქული ხელოვნების ცენტრის სტატუსი მოიპოვა, რადგან ის ადრეული პერიოდიდან ვე ითვლებოდა ევროპული და თურქული ელიტის საყვარელ დასასვენებელ ადგილად. კურორტის ტერიტორიაზე თქვენს ყურადღებას მიიქცევს არაოფიციალური ყოველდღიური ცხოვრების სტილი და აქტიური ღამის ცხოვრება. ბოდრუმში მიღებულია ადრიანი საღამოს ადგილობრივი სამზარეულოს კერძების დაგემოვნება.























                                                                   

                                                                  ბელეკი 

ბელეკი ანტალიის დასავლეთით, 30 კმ-ში მდებარეობს. ის თურქეთის ყველაზე ახალი საკურორტო რეგიონია. დიდ ქვიშიან სანაპიროებზე კომფორტული სასტუმროები მდებარეობს, რომელიც თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. ბელეკის ტერიტორიაზე ძირითადად, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და კლუბებია. ზაფხულში რაიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ადამიანი სტუმრობს, ხოლო ზამთარში ბელეკში სპორტული ჯგუფები ჩადიან.

კურორტზე საუკეთესო პირობებია შექმნილი ვარჯიშისათვის, როგორც დახურულ, ისე ღია სპორტულ დარბაზებში. მისი განმასხვავებელი მახასიათებელი ფიჭვნარი, ულამაზესი ქვიშიანი პლაჟები და კომფორტული სასტუმროებია. ბელეკი ეს არამხოლოდ საუცხოო საცურაო აუზები, სპორტული გასართობი, თანამედროვე საფარის მქონე ტენისის კორტები, არამედ რბული სუპტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვაა.

მის სიახლოვეს განლაგებულია ნაციონალური პარკი,კეპრიულიუ კანიონი. ის კიპარისისა და ევკალიპტის ულამაზეს ტყეს წარმოადგენს. გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე 574 სახეობის ენდემური მცენარე და 109 სახეობის ფრინველია. კეპრიულიუ კანიონში გიგანტური კუები მრავლდებიან. ნაკრძალში შესაძლებელია დაკავდეთ ალპინიზმითა და რაფტინგით.

ეს საკურორტო რაიონი საუკეთესოა ექსკურსიების მოსაწყობად. მის სიახლოვეს ანტიკური ქალაქის პერგეს ნანგრევები მდებარეობს, რომელიც ეფესის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლად ითვლება.

ბელეკზე საუბრის დროს შეუძლებელია არ ვახსენოთ ცნობილი გოლფ-ცენტრი. ანტალიის აეროპორტიდან ბელეკამდე 30 კმ-ია.





















                                                                   სიდე

თურქეთის წყნარი, უძველესი ქალაქია, რომელიც ნახევარკუნძულზე, ანტალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 68 კმ-ში მდებარეობს. სიდე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ საინტერესო ქალაქად ითვლება. დღეს სიდე სამხრეთ თურქეთის შედარებით ხმაურიანი ქალაქი და საზღვაო ვაჭრობის ცენტრია.

სიტყვა სიდე ბროწეულს ნიშნავს და ნაყოფიერების სიმბოლოს წარმოადგენს.

თანამედროვე სიდე

ეს არის ქალაქი პატარა და მოდური ნაგებობებით, რომელიც კარგად არის შერწყმული საუცხოო ბუნებასთან. სიდეში ყველაფერი ანტიკური ქალაქის სტილშია გადაწყვეტილი, მასში წარსულისა და დღევანდელობის სული თანაცხოვრობს. ამ ქალაქში არის ულამაზესი პლაჟები და სუფთა ზღვა.

სიდეში მდებარე სასტუმროების უმრავლესობას საკუთარი პლაჟი აქვს. ამ კურორტზე ხშირად ჩადიან ბავშვებთან ერთად. სიდედან ტურისტები ხშირად ჩადიან ბელეკასა და ანტალიაში ასპენდოსის ამფითეატრში, ასევე მიდიან პერგეს ნანგრევებისა და კურშუნლუს ჩანჩქერის მოსანახულებლად.


























                     

ანტალია 


ანტალია ტურისტებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია თურქეთის ტერიტორიაზე. ანტალიის ისტორია დასაბამს ჩვენს ერამდე მე-2 საუკუნეში იღებს, როცა ბერგამის მეფემ, ათალოს II-მ თავის ქვეშევრდომებს დედამიწაზე სამოთხის მოძებნა უბრძანა, რათა ახალი, ლამაზი და მდიდარი ქალაქი დაეარსებინა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ ამ ადგილს და წუხდნენ იმის გამო, რომ სამოთხე ვერ იპოვეს. თუმცა ერთხელ, მთის მწვერვალიდან, მათ წინაშე საუცხოო ხედი გადაიშალა. სწორედ ამ ადგილზე აშენდა ახალი ქალაქი, რომელსაც მეფის პატივსაცემად ატალეა ეწოდა. ქალაქის სახელწოდებამ ტრანსფორმაცია განიცადა და საბოლოოდ მას ანტალია დაერქვა.

დასვენება ანტალიაში

ანტალია თურქეთის ყველაზე ახალგაზრდა კურორტია, რომლის ცენტრიდანაც საერთაშორისო აეროპორტამდე სულ რაღაც 12 კმ-ია. ამ კურორტზე დასასვენებლად ბევრი საშუალებაა შექმნილი, მათ შორის რამდენიმე აკვაპარკი. ერთ სანაპიროზე ანტალიასთან ერთად ბევრი უძველესი ქალაქია აშენებული. სწორედ ძველისა და ახლის შერწყმის გამო, ანტალიის ქუჩები და მიდამოები საოცრად მიმზიდველია მოგზაურთათვის.
ქალაქი-კურორტი ანტალია ზღვისკენ დაშვებულ პლატოზე, ზღვის დონიდან 40 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.


ტოროსის მთები, რომელის ფერდობებიც ფიჭვის ხეებით არის დაფარული, ზღვის სარკისებრი წყლისკენ ეშვება. განსაკუთრებით ლამაზია დიუდენის ჩანჩქერი, რომლის ნახვაც ანტალიის (და არამარტო ანტალიის, არამედ კამერის, ბელდიბის, ბელეკისა და სხვა ქალაქების) საგზურში უფასო ექსკურსიის სახით შედის.
თანამედროვე სასტუმროების ქსელი, ბევრი კარგი რესტორანი, მყუდრო ყავახანები, გადაწყვეტილი ადგილობრივ სტილში, გასართობი ცენტრები, დისკოტეკები, ბევრი მაღაზია მრავალფეროვანი პროდუქციით, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სტუმრებს გულთბილად ხვდება-ყველაფერმა ამან ქალაქი-კურორტი და თურქული რივიერის ცნობილი დედაქალაქი ანტალია, ტურისტების დასასვენებლად საუკეთესო ადგილად აქცია.
ყოველწლიურად ანტალია უამრავ ტურისტს მასპინძლობს, რომელთა დიდი ნაწილიც კურორტზე ხშირად ჩადის. ისინი ანტალიას არამხოლოდ დასვენების, არამედ მდიდარი ისტორული მემკვიდრეობისა და უძველესი ხელოვნებისა და არქიტექტურის გაცნობის მიზნით სტუმრობენ.
























                                                                       მარმარისი 

სულ ცოტა ხნის წინ მარმარისი, ისევე, როგორც თურქეთის სანაპირო ქალაქების უმრავლესობა, ნაკლებადცნობილ სათევზაო სოფელს წარმოადგენდა, სადაც იშვიათად ჩადიოდა სამგზავრო გემი. რამდენიმე წლის განმავლობაში, მარმარისი საუცხოო კურორტად იქცა და დღეს იქ დასვენება ცხოვრებით ტკბობის საუკეთესო საშუალებაა.


მარმარისი თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას განსაკუთრებულ ხიბლს ზღვისკენ დახრილი ფერდობები და საოცარი ყურეები სძენს. მარმარისი საუკეთესო ადგილია საზღვაო მოგზაურობით გატაცებულთათვის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის გასაცნობად. მარმარისიდან ძალიან ახლოს მდებარეობს ბერძნული როდოსის კუნძული, ამიტომაც, თუ მარმარისში ჩახვალთ საშუალება გეძლევათ ერთდროულად ორ ქვეყანაში იმოგზაუროთ.







                                      ეს, კარიბის კუნძულებია!                                        http://angel.ge/index.php?cstart=2&newsid=99797


ფანტასტიკური ბუნების სილამაზე, ლეგენდარული კოლონიზაციის წარსული, მოდური მეკობრეების
გარემო, ქარიზმატული ნაციონალური კულტურა და შეუდარებელი შესაძლებლობლები სანაპიროზე
დასასვენებლად - კარიბის კუნძულებს სასურველ ადგილად ხდის უამრავი მოგზაურისათვის.
თითოეული კუნძული - ეს მთელი ისტორიაა. კარიბის ზღვის კუნძულების რუკა ისეთ დიდ სახელებს
მოიცავს როგორებიცა: კუბა, იამაიკა, ბაჰამა - თითოეული ბრწყინვალე კოლორიტია. თუ საუბარია
კარიბის ზღვაში დასვენებაზე, გვერდს ვერ ავუვლით გენიალურ ბარბადოსსაც!
ნებისმიერი კუნძული კარიბის ზღვის ბასეინში - ეს ნამდვილი სამოთხეა. ერთხელ თუ მოხვდი კარიბის
ზღვაში, აუცილებლად დაბრუნდები იქ კიდევ და კიდევ.

✺ მშვენიერი, განვითარებული ინფრასტრუქტურის კუნძული-სახელმწიფო სანტა ლუჩია, კარიბის ზღვის
აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ ადვილია მოხვედრა კანადიდან, ევროპიდან, მაგრამ არც ისე ადვილად
აშშ-დან. სანტა ლუჩია ცნობილია როგორც ძალიან რომანტიული ადგილი. ყოველწლიურად მას ურიცხვი
ტურისტი სტუმრობს, უმეტესობა კი იმიტომ რომ ამ ადგილას დაქორწინდეს.

✺ გრენადას დედაქალაქი - საინტ ჯორჯი ერთ-ერთ ულამაზეს საპორტო ქალაქად ითვლება კარიბის ზღვაში.
კუნძული საკმაოდ პოპულარული მათთვის, ვინც იახტის მფლობელია.

✺ კაიმანის კუნძულების ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა - ტურისტებისათვის საკმაოდ პოპულარული
რიყეა. ეს ერთადერთი ადგილია ველურ ბინებაში, სადაც შეგიძლიათ იცუროთ ატლანტიკის ფერდობების
მახლობლად. იდეალური ადგილია საქორწილო მოგზაურობისათვის, ხოლო აქ მყოფი ფოტოგრაფები
დახელოვნებულნი არიან ადგილობრივი გარემოს ფონზე და საუკეთესოდ იღებენ ასეთ ტიპის სურათებს.

✺ უამრავი ტურისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის ამ ადგილას, რათა გადაიღოს სურათი
ზღვის "ეშმაკებთან" და იცუროს მათთა ერთად. წყლის სიღრმე აქ 2 მეტრს არსად აღემატება.







































✺ ანტიგუა კარიბის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთითაა განთავსებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს
ტურისტებში. იმის გარდა, რომ ქალაქში ბევრი მაღალი დონის, მოდური სასტუმროა, აქ უამრავი მინი-
სასტუმროებიცაა საშუალო ფასებით. ამასთან, კუნძულზე დამსვენებლები სანაპიროებზე ბევრ ბარს,
რესტორანს, კაზინოსა და მაღაზიებს მონახავენ.





























                                                       ჰავაის კუნძულები                                                           http://arqivi.net/News-სიახლეები/47217/ჰავაის-კუნძულები.html

ჰავაი წყნარი ოკეანის თითქმის შუაგულში მდებარეობს, 8 დიდი და 12 შედარებით პატარა კუნძულისგან შედგება და დაახლოებით 17 ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძული ჰავაია, კუნძულების ყველაზე მოზრდილი ქალაქები ჰილო, კაილუა და კანეოჰე. დედაქალაქი ჰონოლულუა.
ჰავაი წყნარი ოკეანის კლიმატურად ყველაზე კომფორტულ რაიონში მდებარეობს. ისტორიულად ცნობილია, რომ თავდაპირველად კუნძულებზე ჩვ.წ. აღრიცხვამდე VI-III საუკუნეებიდან პოლინეზიელები ცხოვრობდნენ. მე-16 საუკუნეში ჰავაის მიწაზე ფეხი ესპანელმა მეზღვაურებმაც დადგეს, თუმცა მაშინ მათ ამ აღმოჩენისთვის დიდი ყურადღება არ დაუთმიათ.



















ჰავაის კუნძულებიდან ყველაზე ცნობილი და მჭიდროდ დასახლებული ოაჰუა, რომელზეც დედაქალაქი ჰონოლულუ მდებარეობს და ცნობილია თავისი ღირშესანიშნაობებით: ვაიკიკის პლაჟით, ჰავაელი მეფეების სასახლით, რომელსაც ამშვენებს სამეფო დინასტიის დამაარსებლის კამეჰამეჰის ქანდაკება.
კუნძულზე დასასვენებლად ჩასული ტურისტები იშვიათი სანახაობის მოწმე ხდებიან. ჰავაიზე მდებარეობს მოქმედი ვულკანები - მაუნალოა და კილაუეა. მაუნა-ლოას სიმაღლე ზღვის დონიდან 4169 მეტრია.

აქ ადამიანებს ყველაზე მეტად ცხოვრებით ტკბობა და გულღია ურთიერთობები ახასიათებთ. მოგვიანებით ჰაიტიზე გადასახლებული ტაიტელები შეეცადნენ ადგილობრივ კულტურაში თავიანთი მკაცრი, პურიტანული წეს-ჩვეულებები და ტრადიციები დაემკვიდრებინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
ტურისტებს ქალაქ ჰილოში თევზის აუქციონზე ეპატიჟებიან. ქალაქის მახლობლად ტროპიკული ტყის შუაგულში მდებარეობს 130-მეტრიანი ჩანჩქერი. იქვეა ორქიდეების და მსოფლიოში ყველაზე ძვირი მაკადამიას კაკლის პლანტაციები, გიგანტური გვიმრის ტყეები, ვულკანიდან ამოფრქვეული ლავის მინდვრები და იშვიათი შავი ქვიშის პლაჟები, სადაც, თუ მოისურვებთ, ზღვის კუებთან ერთად იბანავებთ.
ჰავაიზე ტურისტებს ჯუნგლებშიც ეპატიჟებიან, აი, ისეთში, მულტფილმ "მაუგლიში" რომ გინახავთ. თუმცა აქაური ჯუნგლები სრულიად უსაფრთხოა. ჰავაის ჯუნგლებში გრძელი ლიანები, გიგანტური ბამბუკი და ჰაუს ხის ჯიშისგან წარმოქმნილი გაუვალი ტყეებია. რაც შეეხება პლაჟებს, სანაპიროზე წყალი სუფთა და გამჭვირვალეა. აქ განსაკუთრებით კარგი პირობებია დაივინგისა და წყლის სერფინგის მოყვარულთათვის.
ისტორიულად ცნობილია, რომ ჰავაი სერფინგის სამშობლოდ მიიჩნევა.
 კუნძულების შუაგულში კი ნამდვილი ედემის ბაღებია გაშენებული, სადაც ყველაფერია მომაჯადოებელი ჩანჩქერებიდან დაწყებული მწვანე კანიონებით და ფლორისა და ფაუნის იშვიათი ეგზემპლარებით დამთავრებული.
ჰავაის სავიზიტო ბარათი მათი ცეცხლოვანი და აზარტული ცეკვებია, რომელიც იმ დროიდან შეინარჩუნეს, როცა აქ ჯერ კიდევ ველური ტომები ცხოვრობდნენ. მათთვის ეს ცეკვები მაგიურ რიტუალს წარმოადგენდა და ასე შესთხოვდნენ წარმართულ ღმერთებს წვიმის მოსვლას ან ომში წასული მეომრებისთვის წარმატებას.








                              მალდივის კუნძულები- რეალობად ქცეული ზღაპარი!
http://biz.aris.ge/ge/travelnews/1121/


მალდივები.. აქ არ არის არც რადიო, არც ტელევიზორი, არც ტელეფონი... არაფერი ის რამაც შეიძლება მოგწყვიტოთ მალდივებზე პროპაგანდის საგნად ქცეული ძირითადი საქმიანობისგან - სრული რელაქსაცია და დასვენება.

ნაპირთან ახლოს წყალში ჩადგმული შეზლონგი და ოკეანის ტალღების ხმა, ვარკვლავებით მოჭედილი ცა და ფეხებზე მოლამუნე თბილი წყალი. ეს ზღაპრული ხმები და ულამაზესი ბუნება ჩრდილავს ნებისმიერ ყველაზე საინტერესო ტელეგადაცემას და სურვილი აიღოთ ხელში ტელეფონის ყურმილი გაგიჩნდებათ მხოლოდ იმისთვის რომ უბრალოდ გაუზიაროთ ვინმეს ბედნიერების შეგრძნება რომელიც აქ დაგეუფლათ.

მათ კი ვისაც პირიქით ძაბავს ცივილიზებული სამყაროდან სრული მოწყვეტა დამატებით საფასურად შეუძლიათ შეავსონ თავისი ნომერი ტელევიზორითა და დივიდი ფლეერით.
უკიდეგანო ოკეანის მარგალიტები


მალდივის კუნძულები ითვლება  ერთერთ ყველაზე რომანტიულ ადგილად დედამიწაზე, ისინი თითქოს შექმნილია მოსიყვარულე წყვილებისთვის.
მალდივის კუნძულები გადაშლილია ინდოეთის ოკეანეში 850 კმ სიგრძეზე ვერტიკალური ვიწრო ჯაჭვის სახით. თვითფრინავის ილუმინატორიდან ისინი წააგავს ოკეანის ლაჟვარდოვან ზედაპირზე დაგდებულ მარგალიტების მძივს. ადრენალინის მომატებას იგრძნობთ უკვე კუნძულებთან მიახლიოებისას, რადგან დასაფრენი ზოლი იმდენად პატარაა, რომ მოგეჩვენებათ თითქოს თვითფრინავი ჯდება პირდაპირ ოკეანის ზედაპირზე. მალდივებზე მიემგზავრებიან ნამდვილი დასვენებისთვის და ხშირად  სურვილით რომ მოძებნონ საკუთარი პერსონალური, უკაცრიელი კუნძული. აქ ეს ნამდვილად შესაძლებელია, რადგან ქვეყანას გააჩნია 1190 მინიატურული კუნძული, დაუდევრად გაფანტული უკიდეგანო ოკეანეში. ასე რომ დედაქალაქის დათვალიერების შემდეგ მეორე დღესვე გაემგზავრეთ თქვენი მყუდრო, ზღაპრული და პერსონალური ნავსაყუდრის საძიებლად. დღის განმავლობაში კურორტების მახლობლად მდებარე ზოგიერთი უკაცრიელი კუნძული შესაძლებელია დაათვალიეროთ და გამოიკვლიოთ კიდეც და იგრძნოთ თავი რობინზონ კრუზოდ :–),  საღამოს კი გაემგზავროთ რომელიმე კურორტზე. ისინი აქ  საკმაოდ მრავლადაა – 73,  თითოეულ უკაცრიელ კუნძულზე თითო კურორტია განლაგებული
.
თუ გაქვთ სპეციალური ფეხსაცმელი მაშინ ოკეანის წყლის უკუქცევის დროს, როდესაც წყალი ფარავს მხოლოდ ქუსლის მიდამოებს  შესაძლებელია  იმ ადგილას მისვლა სადაც ოკეანის ტალღები ეხეთქება მარჯნის რიფებს. რიფების გასწვრივ ამ დროს ოკეანის წყლის  სიმაღლე დაახლოებით 10 სმ-ია, მარჯანი და სხვა ცოცხალი ორგანიზმები ოდნავ მოტიტვლებულია, ზოგიერთი თევზი კი ცდილობს დაიმალოს დარჩენილ წყალში. ეს  განსაცვიფრებელი  სანახაობაა!
 



                                                             სამოთხე ბორა ბორა                                                                                                            http://ucnauri.com/150194/სამოთხე-ბორა-ბორააა/                                                                 
                                                                                                                                                                                   


ეს არის კუნძული ბორა ბორა რომელიც მდებარეობს ავსტრალიის აღმოსავლეთ უკიდურეს ნაწილში, ფრანგულ პოლინეზიაში. ბორა ბორა გამორჩეულია სილამაზით. არსებობს ბევრი ლამაზი კუნძული მალდივი, ფიჯი, სეიშელი და ა.შ. მაგრამ ბორა ბორა ისე მოგხიბლავს რომ ყველაფერს დაივიწყებ. ულამაზესი ზღვა წყალში აგებული ხელოვნების ნიმუში (ანუ სახლები) 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, აქ ნამდვილი სამოთხეე……… მაგრამ ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი ჯდება 10000 $ 2 კაციანი