Translate

Saturday, June 9, 2012

                                             თურქეთის ზღვის კურორტები                               http://angel.ge/index.php?newsid=4117



                                                                                        ბოდრუმი 

საუცხოო ადგილია თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის. ნახევარკუნძულზე ბოდრუმი საუცხოოდ არის შერწყმული ოქროსფერი სანაპიროები, გაერთიანებული ყურეები გამჭვირვალე წყლით, ფიჭვნარი, ფორთოხლის ხეებიანი მინდვრები, ულამაზესი მთები და ფერდობები, რაც ასე ძალიან უყვართ ევროპელ ტურისტებსა და ადგილობრივი ბოჰემის წარმომადგენლებს.

თბილი და სუფთა ზღვა, ასევე რბილი კლიმატი საუცხოო პირობებს ქმნის წყლის სპორტის ყველა სახეობით დაკავებისათვის. წყალქვეშ ცურვის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ ადგილობრივი რიფები, წყალქვეშ მდებარე გამოქვაბულები და ფერდობები გამოიკვლიონ. ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს ბარდაკჩის, ჰუმბეტას, ბიტეზას, ორტაკენტას, იალიზის, კარაინჩირას, ბაგლასა და აკიიარლარას პლაჟები. დასავლეთით თქვენს ყურადღებას მიიქცევს გუმუსლუკის (Gumusluk), იალიკავაკისა (Yalikavakა) და ტურგუტ რეისის (Turug Rvis) პლაჟები.

ბოდრუმი ულამაზესი პატარა ქალაქი და კურორტია, სადაც პატარა თეთრი სახლები დგას, რომელიც ადგილობრივ სტილშია გადაწყვეტილი. კურორტის ტერიტორიაზე უამრავი კაფე, ბარი, რესტორანია. სტუმრებს გულითადად ეპატიჟებიან თურქულ ყავასა და კოლორიტულ ადგილობრივ კერძებზე.

ბოდრუმიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს კაარადას (Karaada) წყარო, რომლის თბილი მინერალური წყალიც იდეალურია ბანაობისთვის. როგორც ამბობენ, ეს წყალი ფერს იცვლის.
ბოდრუმი სხვადასხვა დროს ბერძნებს, რომაელებს, ბიზანტიელებს, თურქებს, იტალიელებსა და იოანიტ რაინდებს ეკუთვნოდა, ოსმანთა იმპერიის შემადგენლობაში XVI საუკუნეში შევიდა.

ბოდრუმმა, თავისი ცოცხალი ატმოსფეროთი, თურქული ხელოვნების ცენტრის სტატუსი მოიპოვა, რადგან ის ადრეული პერიოდიდან ვე ითვლებოდა ევროპული და თურქული ელიტის საყვარელ დასასვენებელ ადგილად. კურორტის ტერიტორიაზე თქვენს ყურადღებას მიიქცევს არაოფიციალური ყოველდღიური ცხოვრების სტილი და აქტიური ღამის ცხოვრება. ბოდრუმში მიღებულია ადრიანი საღამოს ადგილობრივი სამზარეულოს კერძების დაგემოვნება.























                                                                   

                                                                  ბელეკი 

ბელეკი ანტალიის დასავლეთით, 30 კმ-ში მდებარეობს. ის თურქეთის ყველაზე ახალი საკურორტო რეგიონია. დიდ ქვიშიან სანაპიროებზე კომფორტული სასტუმროები მდებარეობს, რომელიც თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. ბელეკის ტერიტორიაზე ძირითადად, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და კლუბებია. ზაფხულში რაიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ადამიანი სტუმრობს, ხოლო ზამთარში ბელეკში სპორტული ჯგუფები ჩადიან.

კურორტზე საუკეთესო პირობებია შექმნილი ვარჯიშისათვის, როგორც დახურულ, ისე ღია სპორტულ დარბაზებში. მისი განმასხვავებელი მახასიათებელი ფიჭვნარი, ულამაზესი ქვიშიანი პლაჟები და კომფორტული სასტუმროებია. ბელეკი ეს არამხოლოდ საუცხოო საცურაო აუზები, სპორტული გასართობი, თანამედროვე საფარის მქონე ტენისის კორტები, არამედ რბული სუპტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვაა.

მის სიახლოვეს განლაგებულია ნაციონალური პარკი,კეპრიულიუ კანიონი. ის კიპარისისა და ევკალიპტის ულამაზეს ტყეს წარმოადგენს. გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე 574 სახეობის ენდემური მცენარე და 109 სახეობის ფრინველია. კეპრიულიუ კანიონში გიგანტური კუები მრავლდებიან. ნაკრძალში შესაძლებელია დაკავდეთ ალპინიზმითა და რაფტინგით.

ეს საკურორტო რაიონი საუკეთესოა ექსკურსიების მოსაწყობად. მის სიახლოვეს ანტიკური ქალაქის პერგეს ნანგრევები მდებარეობს, რომელიც ეფესის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლად ითვლება.

ბელეკზე საუბრის დროს შეუძლებელია არ ვახსენოთ ცნობილი გოლფ-ცენტრი. ანტალიის აეროპორტიდან ბელეკამდე 30 კმ-ია.





















                                                                   სიდე

თურქეთის წყნარი, უძველესი ქალაქია, რომელიც ნახევარკუნძულზე, ანტალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 68 კმ-ში მდებარეობს. სიდე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ საინტერესო ქალაქად ითვლება. დღეს სიდე სამხრეთ თურქეთის შედარებით ხმაურიანი ქალაქი და საზღვაო ვაჭრობის ცენტრია.

სიტყვა სიდე ბროწეულს ნიშნავს და ნაყოფიერების სიმბოლოს წარმოადგენს.

თანამედროვე სიდე

ეს არის ქალაქი პატარა და მოდური ნაგებობებით, რომელიც კარგად არის შერწყმული საუცხოო ბუნებასთან. სიდეში ყველაფერი ანტიკური ქალაქის სტილშია გადაწყვეტილი, მასში წარსულისა და დღევანდელობის სული თანაცხოვრობს. ამ ქალაქში არის ულამაზესი პლაჟები და სუფთა ზღვა.

სიდეში მდებარე სასტუმროების უმრავლესობას საკუთარი პლაჟი აქვს. ამ კურორტზე ხშირად ჩადიან ბავშვებთან ერთად. სიდედან ტურისტები ხშირად ჩადიან ბელეკასა და ანტალიაში ასპენდოსის ამფითეატრში, ასევე მიდიან პერგეს ნანგრევებისა და კურშუნლუს ჩანჩქერის მოსანახულებლად.


























                     

ანტალია 


ანტალია ტურისტებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია თურქეთის ტერიტორიაზე. ანტალიის ისტორია დასაბამს ჩვენს ერამდე მე-2 საუკუნეში იღებს, როცა ბერგამის მეფემ, ათალოს II-მ თავის ქვეშევრდომებს დედამიწაზე სამოთხის მოძებნა უბრძანა, რათა ახალი, ლამაზი და მდიდარი ქალაქი დაეარსებინა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ ამ ადგილს და წუხდნენ იმის გამო, რომ სამოთხე ვერ იპოვეს. თუმცა ერთხელ, მთის მწვერვალიდან, მათ წინაშე საუცხოო ხედი გადაიშალა. სწორედ ამ ადგილზე აშენდა ახალი ქალაქი, რომელსაც მეფის პატივსაცემად ატალეა ეწოდა. ქალაქის სახელწოდებამ ტრანსფორმაცია განიცადა და საბოლოოდ მას ანტალია დაერქვა.

დასვენება ანტალიაში

ანტალია თურქეთის ყველაზე ახალგაზრდა კურორტია, რომლის ცენტრიდანაც საერთაშორისო აეროპორტამდე სულ რაღაც 12 კმ-ია. ამ კურორტზე დასასვენებლად ბევრი საშუალებაა შექმნილი, მათ შორის რამდენიმე აკვაპარკი. ერთ სანაპიროზე ანტალიასთან ერთად ბევრი უძველესი ქალაქია აშენებული. სწორედ ძველისა და ახლის შერწყმის გამო, ანტალიის ქუჩები და მიდამოები საოცრად მიმზიდველია მოგზაურთათვის.
ქალაქი-კურორტი ანტალია ზღვისკენ დაშვებულ პლატოზე, ზღვის დონიდან 40 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.


ტოროსის მთები, რომელის ფერდობებიც ფიჭვის ხეებით არის დაფარული, ზღვის სარკისებრი წყლისკენ ეშვება. განსაკუთრებით ლამაზია დიუდენის ჩანჩქერი, რომლის ნახვაც ანტალიის (და არამარტო ანტალიის, არამედ კამერის, ბელდიბის, ბელეკისა და სხვა ქალაქების) საგზურში უფასო ექსკურსიის სახით შედის.
თანამედროვე სასტუმროების ქსელი, ბევრი კარგი რესტორანი, მყუდრო ყავახანები, გადაწყვეტილი ადგილობრივ სტილში, გასართობი ცენტრები, დისკოტეკები, ბევრი მაღაზია მრავალფეროვანი პროდუქციით, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სტუმრებს გულთბილად ხვდება-ყველაფერმა ამან ქალაქი-კურორტი და თურქული რივიერის ცნობილი დედაქალაქი ანტალია, ტურისტების დასასვენებლად საუკეთესო ადგილად აქცია.
ყოველწლიურად ანტალია უამრავ ტურისტს მასპინძლობს, რომელთა დიდი ნაწილიც კურორტზე ხშირად ჩადის. ისინი ანტალიას არამხოლოდ დასვენების, არამედ მდიდარი ისტორული მემკვიდრეობისა და უძველესი ხელოვნებისა და არქიტექტურის გაცნობის მიზნით სტუმრობენ.
























                                                                       მარმარისი 

სულ ცოტა ხნის წინ მარმარისი, ისევე, როგორც თურქეთის სანაპირო ქალაქების უმრავლესობა, ნაკლებადცნობილ სათევზაო სოფელს წარმოადგენდა, სადაც იშვიათად ჩადიოდა სამგზავრო გემი. რამდენიმე წლის განმავლობაში, მარმარისი საუცხოო კურორტად იქცა და დღეს იქ დასვენება ცხოვრებით ტკბობის საუკეთესო საშუალებაა.


მარმარისი თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას განსაკუთრებულ ხიბლს ზღვისკენ დახრილი ფერდობები და საოცარი ყურეები სძენს. მარმარისი საუკეთესო ადგილია საზღვაო მოგზაურობით გატაცებულთათვის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის გასაცნობად. მარმარისიდან ძალიან ახლოს მდებარეობს ბერძნული როდოსის კუნძული, ამიტომაც, თუ მარმარისში ჩახვალთ საშუალება გეძლევათ ერთდროულად ორ ქვეყანაში იმოგზაუროთ.







No comments:

Post a Comment