Translate

Saturday, June 9, 2012

                              მალდივის კუნძულები- რეალობად ქცეული ზღაპარი!
http://biz.aris.ge/ge/travelnews/1121/


მალდივები.. აქ არ არის არც რადიო, არც ტელევიზორი, არც ტელეფონი... არაფერი ის რამაც შეიძლება მოგწყვიტოთ მალდივებზე პროპაგანდის საგნად ქცეული ძირითადი საქმიანობისგან - სრული რელაქსაცია და დასვენება.

ნაპირთან ახლოს წყალში ჩადგმული შეზლონგი და ოკეანის ტალღების ხმა, ვარკვლავებით მოჭედილი ცა და ფეხებზე მოლამუნე თბილი წყალი. ეს ზღაპრული ხმები და ულამაზესი ბუნება ჩრდილავს ნებისმიერ ყველაზე საინტერესო ტელეგადაცემას და სურვილი აიღოთ ხელში ტელეფონის ყურმილი გაგიჩნდებათ მხოლოდ იმისთვის რომ უბრალოდ გაუზიაროთ ვინმეს ბედნიერების შეგრძნება რომელიც აქ დაგეუფლათ.

მათ კი ვისაც პირიქით ძაბავს ცივილიზებული სამყაროდან სრული მოწყვეტა დამატებით საფასურად შეუძლიათ შეავსონ თავისი ნომერი ტელევიზორითა და დივიდი ფლეერით.
უკიდეგანო ოკეანის მარგალიტები


მალდივის კუნძულები ითვლება  ერთერთ ყველაზე რომანტიულ ადგილად დედამიწაზე, ისინი თითქოს შექმნილია მოსიყვარულე წყვილებისთვის.
მალდივის კუნძულები გადაშლილია ინდოეთის ოკეანეში 850 კმ სიგრძეზე ვერტიკალური ვიწრო ჯაჭვის სახით. თვითფრინავის ილუმინატორიდან ისინი წააგავს ოკეანის ლაჟვარდოვან ზედაპირზე დაგდებულ მარგალიტების მძივს. ადრენალინის მომატებას იგრძნობთ უკვე კუნძულებთან მიახლიოებისას, რადგან დასაფრენი ზოლი იმდენად პატარაა, რომ მოგეჩვენებათ თითქოს თვითფრინავი ჯდება პირდაპირ ოკეანის ზედაპირზე. მალდივებზე მიემგზავრებიან ნამდვილი დასვენებისთვის და ხშირად  სურვილით რომ მოძებნონ საკუთარი პერსონალური, უკაცრიელი კუნძული. აქ ეს ნამდვილად შესაძლებელია, რადგან ქვეყანას გააჩნია 1190 მინიატურული კუნძული, დაუდევრად გაფანტული უკიდეგანო ოკეანეში. ასე რომ დედაქალაქის დათვალიერების შემდეგ მეორე დღესვე გაემგზავრეთ თქვენი მყუდრო, ზღაპრული და პერსონალური ნავსაყუდრის საძიებლად. დღის განმავლობაში კურორტების მახლობლად მდებარე ზოგიერთი უკაცრიელი კუნძული შესაძლებელია დაათვალიეროთ და გამოიკვლიოთ კიდეც და იგრძნოთ თავი რობინზონ კრუზოდ :–),  საღამოს კი გაემგზავროთ რომელიმე კურორტზე. ისინი აქ  საკმაოდ მრავლადაა – 73,  თითოეულ უკაცრიელ კუნძულზე თითო კურორტია განლაგებული
.
თუ გაქვთ სპეციალური ფეხსაცმელი მაშინ ოკეანის წყლის უკუქცევის დროს, როდესაც წყალი ფარავს მხოლოდ ქუსლის მიდამოებს  შესაძლებელია  იმ ადგილას მისვლა სადაც ოკეანის ტალღები ეხეთქება მარჯნის რიფებს. რიფების გასწვრივ ამ დროს ოკეანის წყლის  სიმაღლე დაახლოებით 10 სმ-ია, მარჯანი და სხვა ცოცხალი ორგანიზმები ოდნავ მოტიტვლებულია, ზოგიერთი თევზი კი ცდილობს დაიმალოს დარჩენილ წყალში. ეს  განსაცვიფრებელი  სანახაობაა!
 



No comments:

Post a Comment