Translate

Saturday, June 9, 2012

                                             ბულგარეთის ოქროს ქვიშები   http://biz.aris.ge/ge/travelnews/1286/

ოქროს ქვიშები– ბულგარეთის ყველაზე ცნობილი კურორტი, განლაგებულია ქალაქ ვარნას მახლობლად შავი ზღვის სანაპიროზე ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე. ლეგენდის თანახმად “ოქროს ქვიშები” ამ სანაპიროს დაერქვა მას შემდეგ რაც ყაჩაღებმა  იპოვეს მის მიდამოებში  დიდი განძი. მაგრამ  განგებამ  დასაჯა ბოროტმოქმედნი და ოქროს მონეტები გადააქცია ქვიშად. სიმართლეა ეს თუ არა, მიუხედავად ამისა კურორტი ოქროს ქვიშები განთქმულია თავისი ოქროსფერ ქვიშიანი  სანაპიროთი.

ეს დასახელება თითქოს პოეტურია, მაგრამ სავსებით კანონზომიერი– ულამაზესი, განიერი, სიგრძეში თითქმის 4 კმ, ხასხასა ოქროსფერი, წვრილი კვარცის სუფთა ქვიშიანი სანაპირო. ტურისტები, რომლებიც ჩამოდიან ბულგარეთში დასასვენებლად პირველ რიგში აღფრთოვანებულნი აღნიშნავენ იმას რომ სწორედ ბულგარეთში ოქროს ქვიშებზეა საუკეთესო  სანაპირო მთელ შავზღვისპირეთში. ოქროს ქვიშების რბილი კლიმატი აქ დასვენების საშუალებას იძლევა მაისის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა 27 გრადუსია, ხოლო წყლის–24, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში არ მცირდება. მინერალური წყლები, რომლებიც სპეციალური მილებით გამოედინება პირდაპირ ზღვის სანაპიროზე.


კურორტი ოქროს ქვიშები  საუკეთესო ეკოლოგიური პირობების შექმნისთვის დაჯილდოებულია საერთაშორისო ჯილდოთი „ლურჯი დროშა“

თბილი ზღვა და ულამაზესი ბუნება  იზიდავს ტურისტებს ოქროს ქვიშებზე 1957 წლიდან.

 ოქროს ქვიშები– ეს არის ნამდვილი მეკკა, მათთვის ვინც ამჯობინებს აქტიურ დასვენებას! ჰიდროციკლები, წყლის თხილამურები, დაივინგი, ვინდსერფინგი, გასეირნება იახტებითა და ზღვის ტრამვაით. ყველაფერი ეს ელოდება მათ ვისაც ვერ წარმოუდგენია დასვენება წყალზე გართობის გარეშე. ხმელეთზე დროისტარების მოყვარულებს ოქროს ქვიშები სთავაზობს ცხენით სეირნობას ტყის ჭალებში, კალათბურთის, ფრენბურთის და მინი–გოლფის მოედნებს. კურორტზე მუშაობს უამრავი ბასეინი, საჩოგბურთო მოედნები, სპორტდარბაზები. საჰაერო სტიქიის მოყვარეულებს კი ელოდებათ: ფრენა დელტაპლანით, პარასელინგი და ხტომა პარაშუტით.
აქ არის საღამოს გართობის უამრავი საშუალება– დისკოტეკები, კაზინო, კლუბები, ბოულინგი, ბარები. ღამით ოქროს ქვიშების სანაპირო ეს არის უზარმაზარ სიგრძეზე გადაჭიმული  მოციმციმე ნეონის შუქების ჯაჭვი. ღამით წარმოუდგენლად  ცოცხლდება სანაპირო.

უამრავი ბარი, კაფე და რესტორანი დააკმაყოფილებს ნებისმიერს თავისი მრავალფეროვანი მენიუთი და სპეციალური გასართობი პროგრამებით. ღამის ვარიეტეები გაგანცვიფრებთ არაორდინალური ცეკვებით და აკრობატული ხერხებით. აზარტის და რისკის მოყვარულებს აქ დახვდებათ თანამედროვე კაზინოები რულეტკებით, „ცალხელიანი ბანდიტებით“, ბლეკ ჯეკისა და პოკერის მაგიდებით.  მომსახურების დონე კი  იმდენად მაღალია რომ აქ ტარდება საერთაშორისო ტურნირები აზარტულ თამაშებში.
მხიარული ღამის ცხოვრება თქვენ დაგატყვევებთ დილამდე :) დილას კი მზის ამოსვლას შეგახვედრებთ ზღვის სანაპიროზე ჭიქა ყავასთან ერთად.

ოქროს ქვიშები ნამდვილი სამოთხეა ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. სპეციალურად პატარა დამსვენებლებისთვის – უამრავი ატრაქციონი, „ლუნა პარკები“ , სათამაშო მოედნები, საბავშვო ბასეინები,  ელექტრონული თამაშები, საბავშვო მატარებლები, პონი, ბატუტი და მრავალი სხვა. აქ მუშაობს საბავშვო ცენტრები, სადაც შესაძლბელია გამოცდილი პედაგოგების, ტრენერებისა და ანიმატორების მეთვალყურეობის ქვეშ დატოვოთ ბავშვი რამდენიმე საათით ან მთელი დღით.












































No comments:

Post a Comment